პერუს ანდებში სამი ალპინისტი დაიღუპა

12:15, 02.07.2018

პერუს ანდებში სამი ალპინისტი დაიღუპა. მთამსვლელები მწვერვალ ალპამაიოზე ადიოდნენ, როდესაც ზვავი ჩამოწვა. გარდაცვლილთა შორის არის პერუელი, ბრიტანელი და სლოვაკი, – ინფორმაციას ტრაგედიის შესახებ ადგილობრივი მედია პერუს ნაციონალური პოლიციის სამაშველო განყოფილებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამჟამად მიმდინარეობს ცხედრების ტრანპსორტირების ოპერაცია.

კორდილიერა-ბლანკას ქედზე მდებარე ალპამაიო პერუს ანდების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მწვერვალია.

მსგავსი