პენტაგონი - გვჯერა, ჯერ კიდევ არის დიპლომატიის დრო და სივრცე ახლო აღმოსავლეთში, გვინდა, ვიხილოთ დიპლომატიური გადაწყვეტა და რეზოლუცია, რათა თავიდან ავიცილოთ ყოვლისმომცველი ომი
ჩვენ ჯერ კიდევ გვჯერა, რომ არის დიპლომატიის დრო და სივრცე, – ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილემ, საბრინა სინგმა ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.
„სახმელეთო შეჭრაზე ისრაელმა უნდა ისაუბროს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა, ვიხილოთ რაიმე ქმედება, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს რეგიონში შემდგომი ესკალაცია. ჩვენ გვინდა, ვიხილოთ დიპლომატიური გადაწყვეტა და რეზოლუცია, რათა თავიდან ავიცილოთ ყოვლისმომცველი ომი“, – აღნიშნა სინგმა.