„ბიბისი“ – პენტაგონში აცხადებენ, რომ ისრაელის მიერ ირანზე მიტანილ დარტყმებში აშშ არ მონაწილეობს, თუმცა ვაშინგტონი წინასწარ იყო ინფორმირებული ისრაელის ოპერაციის შესახებ

07:08, 26.10.2024

პენტაგონში აცხადებენ, რომ ისრაელის მიერ ირანზე მიტანილ დარტყმებში აშშ არ მონაწილეობს.

აშშ-ის თავდაცვის ოფიციალურმა პირმა „ბიბისის“ განუცხადა, რომ ვაშინგტონი წინასწარ იყო ინფორმირებული ისრაელის ოპერაციის შესახებ.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკვე ესაუბრა თავის ისრაელელ კოლეგას, თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს.

„ბიბისის“ ცნობით, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ასევე ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, რომელიც დღეს საღამოს ტეხასში საარჩევნო კამპანიას აწარმოებს, ინფორმირებული არიან ირანზე ისრაელის დარტყმის შესახებ.

ამერიკული მედიის ცნობით, „პრეზიდენტი ბაიდენი ინფორმირებულია და ყურადღებით ადევნებს თვალს მოვლენების განვითარებას“.

მსგავსი