„ბიბისი“ - პენტაგონში აცხადებენ, რომ ისრაელის მიერ ირანზე მიტანილ დარტყმებში აშშ არ მონაწილეობს, თუმცა ვაშინგტონი წინასწარ იყო ინფორმირებული ისრაელის ოპერაციის შესახებ
„ბიბისი“ - პენტაგონში აცხადებენ, რომ ისრაელის მიერ ირანზე მიტანილ დარტყმებში აშშ არ მონაწილეობს, თუმცა ვაშინგტონი წინასწარ იყო ინფორმირებული ისრაელის ოპერაციის შესახებ

პენტაგონში აცხადებენ, რომ ისრაელის მიერ ირანზე მიტანილ დარტყმებში აშშ არ მონაწილეობს.

აშშ-ის თავდაცვის ოფიციალურმა პირმა „ბიბისის“ განუცხადა, რომ ვაშინგტონი წინასწარ იყო ინფორმირებული ისრაელის ოპერაციის შესახებ.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკვე ესაუბრა თავის ისრაელელ კოლეგას, თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს.

„ბიბისის“ ცნობით, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ასევე ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, რომელიც დღეს საღამოს ტეხასში საარჩევნო კამპანიას აწარმოებს, ინფორმირებული არიან ირანზე ისრაელის დარტყმის შესახებ.

ამერიკული მედიის ცნობით, „პრეზიდენტი ბაიდენი ინფორმირებულია და ყურადღებით ადევნებს თვალს მოვლენების განვითარებას“.