პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნების საქმეზე ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

01:50, 13.11.2024

პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნების საქმეზე 22 წლის ჯეკ ტეიშეირას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დაკავებულმა ბრალი აღიარა.

ამასთან, საქმის პროკურორები მოსამართლეს მოუწოდებდნენ, მისთვის 17-წლიანი პატიმრობა შეეფარდებინა.

ეროვნული გვარდიის საჰაერო ძალების წევრს, ჯეკ ტეიშეირას ბრალი საიდუმლო სამხედრო დოკუმენტების სოციალურ ქსელში გამოქვეყნებაში ედებოდა.

ჯეკ ტეიშეირა გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ დაიტონში გასული წლის 13 აპრილს დააკავეს. ის ეროვნული გვარდიის საჰაერო თავდაცვის ძალების დაზვერვის განყოფილების IT სპეციალისტად მუშაობდა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული საიდუმლო დოკუმენტები მოიცავს დეტალურ ინფორმაციას უკრაინისთვის შეიარაღებისა და სხვა აღჭურვილობის მიწოდებასთან დაკავშირებით. აღნიშნული დოკუმენტები გასული წლის 23 თებერვლიდან პირველ მარტამდე პერიოდით თარიღდება და გრიფით საიდუმლოა, თუმცა მისი ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

მსგავსი