ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ირანის პრეზიდენტთან შეხვედრისას ახლო აღმოსავლეთში, სირიასა და სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს განიხილავს

00:01, 24.10.2024

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ირანის პრეზიდენტთან, მასუდ ფეზეშქიანთან შეხვედრის დროს ახლო აღმოსავლეთში, სირიასა და სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს განიხილავს.

ამის შესახებ პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„გავაგრძელებთ ყველაზე აქტუალური საერთაშორისო საკითხების განხილვას, მათ შორის, ახლო აღმოსავლეთში მოვლენების დრამატულ განვითარებას, სირიასა და სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებას“, – განაცხადა პუტინმა.

მსგავსი