პენსილვანიის შტატის ბაქსის ოლქს ორმა ტორნადომ გადაუარა, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი
პენსილვანიის შტატის ბაქსის ოლქს ორმა ტორნადომ გადაუარა. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.
ამერიკული მედიის ცნობით, დაშავებულთა რაოდენობა ხუთს აღემატება.
ტორნადოს შედეგად დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი. ძლიერი ქარის გამო რვა ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი და ოფისი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.