პენსილვანიაში, საბავშვო ბაღში ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ესოშიეთიდ პრესი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
უბედური შემთხვევა ქალაქ ერიში მოხდა. ქალაქის სახანძრო დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, გარდაცვლილთა ასაკი რვა თვიდან შვიდ წლამდეა. ხანძრის შედეგად ასევე დაშავდა საბავშვო ბაღის მეპატრონე და მეზობლად მცხოვრები მოქალაქე.
ბავშვების ნაწილი საბავშვო ბაღში ღამითაც რჩებოდა. დაწესებულებაში ცეცხლის გაჩენის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით ღამის 1:15 საათზე გავრცელდა.
ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.