პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ მსჯავრდებული გიორგი მამალაძე სამოქალაქო კლინიკაში კორონავირუსის დადასტურების გამო გადაიყვანეს
პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ მსჯავრდებული გიორგი მამალაძე სამოქალაქო კლინიკაში კორონავირუსის დადასტურების გამო გადაიყვანეს

პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე სამოქალაქო კლინიკაში კორონავირუსის დადასტურების გამო გადაიყვანეს, – ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

„საზოგადოების და მედიის მაღალი ინტერესის გათვალისწინებით განვმარტავთ, რომ მსჯავრდებული გ.მ. მე-18 (სამკურნალო) დაწესებულებიდან კლინიკა ,,ვივამედშია“ გადაყვანილი. მას მიმდინარე წლის 13 ნოემბერს „კოვიდ-19“-ის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდა (რესპირატორული სიმპტომები, ტემპერატურის უმნიშვნელო მატება). მსჯავრდებულს ჩივილებიდან გამომდინარე ჩაუტარდა პისიარტესტირება და მას „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა შემდგომი დაკვირვების მიზნით, კლინიკა „ვივამედში“ მოთავსდა და მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება“, – ნათქვამია განცხადებაში.