პენიტენციურ დაწესებულებებში საახალწლო ამანათების შეგზავნა ხვალიდან იწყება
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულებისა და ბრალდებულებისთვის საახალწლო ამანათების შეგზავნა ხვალიდან იწყება.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, კანონით განსაზღვრული წესით, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ამანათების მიღება 29 და 30 დეკემბერს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე იწარმოებს, ხოლო 31 დეკემბერს – 15:00 საათამდე.
„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხდებაში.