პენიტენციური სამსახური - N17 დაწესებულებაში ხანძარი ლოკალიზებულია, ელექტროენერგიის აღდგენისთანავე ყველა პატიმარს ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა მიეცემა
პენიტენციური სამსახური - N17 დაწესებულებაში ხანძარი ლოკალიზებულია, ელექტროენერგიის აღდგენისთანავე ყველა პატიმარს ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა მიეცემა

N17 პენიტენციური დაწესებულების სამზარეულოში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია.

როგორც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, ხანძრის შედეგად, დაწესებულებას ელექტროენერგიის მიწოდება ამ ეტაპზე შეწყვეტილი აქვს. მათივე ცნობით, როგორც კი დაწესებულებაში ელექტროენერგია აღდგება ყველა მსჯავრდებულს ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა მიეცემა.

„N17 დაწესებულების სამზარეულოში ხანძარი დაახლოებით, 14:20 საათზე გაჩნდა. აღსანიშნავია, რომ სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს.

აქვე განმარტავთ, რომ N17 დაწესებულება საკმაოდ მოშორებით მდებარეობს რუსთავში მდებარე სხვა პენიტენციური  (N 5, N 6, N 12, N 16)  დაწესებულებებისგან და შესაბამისად, ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს“, – აღნიშნავენ პენიტენციურ სამსახურში.