პენიტენციური სამსახური – N17 დაწესებულებაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშოები მიმდინარეობს

16:35, 14.10.2021

N17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშოები მიმდინარეობს.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე 11 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

„სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებაში ხანძარი 14:20 საათზე სამზარეულოში გაჩნდა. აღსანიშნავია, რომ სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს“, – აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

მსგავსი