პეკინის გამზირზე, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა
თბილისში, პეკინის გამზირზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანა.