თბილისში, პეკინის გამზირზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ხანძარი იყო
თბილისში, პეკინის გამზირზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ხანძარი იყო

თბილისში, პეკინის გამზირზე, 36 ნომერში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ხანძარი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი დაკვამლიანების გამო, ადგილზე ექვსი ეკიპაჟი იყო მობილიზებული.

მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ადგილიდან მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ევაკუირება გახდა საჭირო. ადგილზე ამ დროისთვის ქრობითი სამუშაოები მიმდინარეობს.