თბილისში, პეკინის გამზირზე ხანძარი ლოკალიზებულია

08:03, 18.05.2021

თბილისში, პეკინის გამზირზე ხანძარი ლოკალიზებულია. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

მათივე ცნობით, ადგილზე 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. საცხოვრებლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

მსგავსი