პეკინის გამზირზე, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა

02:11, 21.05.2020

თბილისში, პეკინის გამზირზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანა.

მსგავსი