თბილისში, პეკინის გამზირზე დაჭრილი მცირეწლოვანი ჟვანიას კლინიკიდან გაწერეს.
მშობლებმა ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.
ექიმის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისივე ინფორმაციით, ოპერაცია ისე გაკეთდა, რომ პაციენტს პლასტიკური ჩარევა აღარ დასჭირდება.
თბილისში, პეკინის გამზირზე მცირეწლოვანს ბასრი საგნით დაზიანებები 27 აგვისტოს მიაყენეს. ბავშვი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც თავდასხმა მოხდა. თავდამსხმელი ქალი იყო და შემთხვევის შემდეგ ადგილიდან მიიმალა, თუმცა, მოგვიანებით პოლიციამ დააკავა.