პეკინის გამზირზე მცირეწლოვანის დაჭრაში ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
პეკინის გამზირზე მცირეწლოვანის დაჭრაში ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

პეკინის გამზირზე მცირეწლოვანის დაჭრაში ბრალდებულის მიმართ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს.

დაკავებულს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. მას საგამოძიებო უწყება სამი წლის ბავშვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობას ედავება.

დაკავებულის ადვოკატი ალექსი გაბუნია მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვს. ადვოკატის თქმით, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

ამასთან, ადვოკატი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს.

სასამართლო ბრალდებულისთვის აღკვეთის შეფარდების საკითხზე 11:30 საათზე იმსჯელებს.

თბილისში, პეკინის გამზირზე მცირეწლოვანს ბასრი საგნით დაზიანებები 27 აგვისტოს მიაყენეს. ბავშვი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც თავდასხმა მოხდა. თავდამსხმელი ქალი იყო და შემთხვევის შემდეგ ადგილიდან მიიმალა, თუმცა, მოგვიანებით პოლიციამ დააკავა.