სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახთან და ახლობლებთან ერთად მიიღო. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ასევე ქართველო მოჭიდავეებიც.
ინფორმაციას ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ავრცელებს.
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში 49 დღის განმავლობაში იმყოფებოდა, 28 დეკემბერს გაათავისუფლეს.