ილია მეორე - ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ეკლესია არის დიდ გასაჭირში, მაგრამ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას
ილია მეორე - ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ეკლესია არის დიდ გასაჭირში, მაგრამ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას

ვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ეკლესია არის დიდ გასაჭირში, მაგრამ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

„უფალი ჩვენი იესო ქრისტე შევიდა მოციქულებთან, კარი დაკეტილი იყო. იმ დაკეტილი კარით შევიდა მაცხოვარი და უთხრა – მშვიდობა თქვენთა, მიიღეთ სული წმინდა. უფალი ჩვენც მოგვმართავს, მიიღეთ სული წმინდა, მზად უნდა ვიყოთ სული წმინდის მისაღებად. არ იყო თომა მოციქული მათთან და როცა თომა მოვიდა, მოწაფეებმა უთხრეს, ვიხილეთ ჩვენ უფალი და უამბეს ყველაფერი. თომამ უთხრა – უკეთუ არა ვიხილო, სამშვალთა არა დვსდებ ხელსა ჩემსა. სინამდვილეში, თომა მოციქულს სწამდა, რომ მაცხოვარი ნამდვილად გამოეცხადა, მაგრამ გული შესტკიოდა, რადგან ის არ იყო მოციქულებთან და ამ სიტყვებით აიძულებდა უფალს, მეც გამომეცხადეო. რვა დღის შემდეგ ისევ შევიდა კარდახშულთა, გამოეცხადა უფალი და პირდაპირ მიმართა თომას, აჰა, დასდევ ხელი შენი ხელსა ჩემსა და ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გწამდეს. დიდება შენდა, უფალო, მადლობა შენდა, უფალო. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა უფალი ახლოსაა ჩვენთან, უფალი ჩვენთანაა და ჩვენ მადლობას ვწირავთ უფალს. წყალობა ღვთისა და სასუფეველი ცათა და ზიარება სულისა წმიდისა ჩვენთან არს. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ გვაძლევს ჩვენ საშუალებას წირვა-ლოცვისა. მე მინდა დავლოცო ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი სამღვდელოება, ჩვენი ხალხი, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უფალი ჩვენთან იყოს, სხვაგან არა არის ამისი საშუალება“, – განაცხადა პატრიარქმა.

დატოვე კომენტარი