პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულები, გლდანის ნომერ მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი თანამშრომლები საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

მალხაზ ღვინიაშვილი და ოლეგ ფაცაცია პატიმრების წამებასა და არაადამიანური მოპყრობაში ცნეს დამნაშავედ. ღვნიაშვილს ექვსი წელი და ცხრა თვე პატიმრობა მიესაჯა, ოლეგ ფაცაციას –  შვიდი წელი და ექვსი თვე. ამასთან, მას სხვა სისხლის სამართლის საქმეზე  ცხრა წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

ნუგზარ მარღია, ზაზა ხარაიშვილი, დავით ჩიხლაძე, დავით ნოზაძე და ვახტანგ გუგუციძე მოსამართლემ პატიმრებისადმი არაადამიანურ მოპყრობაში ცნო დამნაშავედ და ხუთივეს სამი წლითა და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურატურამ პატიმრების წამების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, 40-მდე ეპიზოდზე ბრალი შვიდ პირს წაუყენა.