პატიმრების გაქცევის საქმეზე დააკავეს კიდევ ერთი პირი, რომელსაც გამოძიება დანაშაულის დაფარვას ედავება
პატიმრების გაქცევის საქმეზე დააკავეს კიდევ ერთი პირი, რომელსაც გამოძიება დანაშაულის დაფარვას ედავება

პატიმრების გაქცევის საქმეზე სამართალმაცველებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს იუსტიციის სამინისტროში განუცხადეს.

როგორც უწყებაში განაცხადეს, დაკავებულს საგამოძიებო ორგანო დანაშაულის დაფარვას ედავება.

ამასთან, მათივე ცნობით, დაკავებული პირი ფლობდა მსჯავრდებულების მხრიდან ჩადენილი მძიმე დანაშაულის შესახებ ინფორმაციას, თუმცა მან აღნიშნულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

როგორც უწყებაში აღნიშნეს, გამოძიება დაკავებულს 376-ე მუხლს ედავება, რაც გულისხმობს დანაშაულის შეუტყობინებლობას იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე დანაშაული.

აღნიშნული მუხლი სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთას ორიდან ექვს წლამდე ვადით ითვალისწინებს.

სამი პატიმარი „ავერსის“ კლინიკის მიმდებარე ტერიტორიიდან პირველ ნოემბერს გაიქცა. პატიმრების გაქცევასთან დაკავშირებით საბადრაგო ჯგუფის უფროსი 2 ნოემბერს დააკავეს და ბრალი ოფიციალურად 3 ნოემბერს წაუყენეს.

დღეს, 4 ნოემბერს პატიმრების გაქცევის საქმეზე დაკავებულ ბადრაგის ჯგუფის უფროსს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.