„ავერსის“ კლინიკიდან პატიმრების გაქცევის საქმეზე საბადრაგო ჯგუფის კიდევ ერთი წევრი დააკავეს
„ავერსის“ კლინიკიდან პატიმრების გაქცევის საქმეზე საბადრაგო ჯგუფის კიდევ ერთი წევრი დააკავეს

„ავერსის“ კლინიკიდან პატიმრების გაქცევის საქმეზე საბადრაგო ჯგუფის კიდევ ერთი წევრი დააკავეს.

დაკავებული ბადრაგის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება და თბილისის საქალაქო სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

როგორც დაკავებული ბადრაგის ადვოკატმა განაცხადა, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა გადაყვანისას მსჯავრდებულთა გაქცევა) წარედგინა.

სამი პატიმარი „ავერსის“ კლინიკის მიმდებარე ტერიტორიიდან პირველ ნოემბერს გაიქცა. პატიმრების გაქცევასთან დაკავშირებით საბადრაგო ჯგუფის უფროსი 2 ნოემბერს დააკავეს.