პარტია „აყვავებული სომხეთი“ მომხრეებს მოუწოდებს, საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ
პარტია „აყვავებული სომხეთი“ მომხრეებს მოუწოდებს, საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ.
„იმის გათვალისწინებით, რომ პარტიამ ლიდერ გაგიკ წარუკიანთან ერთად განაცხადა, რომ ხალხის გვერდით დგას, მოვუწოდებთ ჩვენს მომხრეებს მობილიზდნენ და გამოვიდნენ ქუჩებში. ჩვენ ყოველთვის ვიდექით და ვიდგებით ხალხის გვერდით”, – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსნებთ, პარტია „აყვავებული სომხეთი“, რომლის ლიდერიც ბიზნესმენი გაგიკ წარუკიანია, საპროტესტო აქციებს იმ დღეს შეუერთდნენ, როდესაც სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან გადადგა.