სომხური მედიის ინფორმაციით, გაგიკ წარუკიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
სომხური მედიის ინფორმაციით, გაგიკ წარუკიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

სომხეთის ოპოზიციური პარტიის „აყვავებული სომხეთის“ ლიდერს, გაგიკ წარუკიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ის სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება.

როგორც სომხური მედია აღნიშნავს, რამდენიმე თვის წინ გაგიკ წარუკიანმა „ფეისბუქზე“ ვიდეო განათავსა, სადაც ის ამბობდა, რომ კეთილ ადამიანებს კორონავირუსი არ ემართებათ.

30 ივნისის მონაცემებით სომხეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვი 25 542-ია. ქვეყანაში ვირუსით 443 ადამიანია გარდაცვლილი, 14 048 კი, კორონავირუსისგან განიკურნა.