სომეხმა სამართალდამცველებმა გაგიკ წარუკიანის მხარდასაჭერად პარლამენტთან შეკრებილი 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

13:47, 16.06.2020

სომეხმა სამართალდამცველებმა დეპუტატ გაგიკ წარუკიანის მხარდასაჭერად პარლამენტთან შეკრებილი 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

პარლამენტში ამ წუთებში გაგიკ წარუკიანისთვის დეპუტატის ხელშეუხებლობის გაუქმების შესახებ განხილვა მიმდინარეობს.

პარალელურად, სომხეთის პროკურატურა, ამომრჩევლებისთვის ქრთამის მიცემის მუხლით წარუკიანის წინააღმდეგ სარჩელზე მუშაობს.

პროკურატურაში ეჭვობენ, რომ პოლიტიკოსი 2017 წლის 2 აპრილის არჩევნების წინ, ამომრჩეველთა მოსასყიდად ორგანიზებულ ჯგუფებს ქმნიდა. აღსანიშნავია, რომ წარუკიანის პარტია „აყვავებულ სომხეთს“ 132-ადგილიან პარლამენტში 25 მანდატი აქვს.

მსგავსი