გაგიკ წარუკიანი- არავის სჯეროდა, რომ ნიკოლ ფაშინიანი ასეთ წარმატებას მიაღწევდა

16:59, 01.05.2018

მოსახლეობის 99,9 პროცენტი მთავრობით უკმაყოფილოა – ეს განცხდება პარტია აყვავებული სომხეთის ლიდერმა, გაგიკ წარუკიანმა გააკეთა.

„ ფაშინიანმა ძალიან გონივრული და სწორი ნაბიჯი გადადგა, რომელიც ადრე წარმოუდგენლად ეჩვენებოდა ხალხს. არავის სჯეროდა, რომ ის ასეთ წარმატებას მიაღწევდა და ყოველდღიურად სხვადასხვა რაიონებში მიტინგებზე ხუთი-ათი კაცის გამოსვლის შემდეგ, ერევანში აქციების პირველივე დღეს 7 ათასი ადამიანი გამოვიდოდა“, -განცხადა გაგიკ წარუკიანმა ჟურანლისტებთან საუბრის დროს.

შეგახსენებთ, გაგიკ წარუკიანის პარტია პრემიერ- მინისტრის პოსტზე  ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას მხარს უჭერს.

მსგავსი