გაგიკ წარუკიანი- არავის სჯეროდა, რომ ნიკოლ ფაშინიანი ასეთ წარმატებას მიაღწევდა
მოსახლეობის 99,9 პროცენტი მთავრობით უკმაყოფილოა – ეს განცხდება პარტია აყვავებული სომხეთის ლიდერმა, გაგიკ წარუკიანმა გააკეთა.
„ ფაშინიანმა ძალიან გონივრული და სწორი ნაბიჯი გადადგა, რომელიც ადრე წარმოუდგენლად ეჩვენებოდა ხალხს. არავის სჯეროდა, რომ ის ასეთ წარმატებას მიაღწევდა და ყოველდღიურად სხვადასხვა რაიონებში მიტინგებზე ხუთი-ათი კაცის გამოსვლის შემდეგ, ერევანში აქციების პირველივე დღეს 7 ათასი ადამიანი გამოვიდოდა“, -განცხადა გაგიკ წარუკიანმა ჟურანლისტებთან საუბრის დროს.
შეგახსენებთ, გაგიკ წარუკიანის პარტია პრემიერ- მინისტრის პოსტზე ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას მხარს უჭერს.