ნიკოლ ფაშინიანი პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერს, გაგიკ წარუკიანს  შეხვდა
ნიკოლ ფაშინიანი პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერს, გაგიკ წარუკიანს  შეხვდა

ოპოზიციური ფრაქცია „ელქის“ ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერს, გაგიკ წარუკიანს  სასტუმრო Marriott-ში შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტიების ლიდერებმა ჟურნალისტებთან კომენტარები გააკეთეს. როფორც ცარუკიანმა განაცხადა, ის ხალხის კანდიდატს და მოსახლეობას უერთდება. მისივე თქმით,  პარტია „აყვავებული სომხეთი” ნიკოლ ფაშინიანს  მხარს დაუჭერს.

პარალელურად, სომხურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი არმენ სარგსიანი პრემიერ-მინისტრის პოსტზე კანდიდატურის დაყენებას ქვეყნის შიდა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსაყვანად გეგმავდა. თუმცა, მოგვიანებით პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ინფორმაცია უარყო.

„ეს არ შეიძლება მოხდეს. ეს აბსურდია. ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა სომხეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ასმიკ პეტროსიანმა.

დღესვე ცნობილი ხდება, რომ მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე თანამდებობა დატოვა სომხეთის კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა არმენ არამიანმა.

დატოვე კომენტარი