თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ავტომობილების მოძრაობა აღდგა.
„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლების თქმით, დღევანდელი აქცია დასრულებულია. როგორც აქციის ორგანიზატორები აღნიშნავენ, საპროტესტო აქცია ხვალ, დღის სამ საათზე განახლდება.
აქციის მონაწილეების ნაწილი კარვებში დარჩენას გეგმავს. აქციის მონაწილეები მიმდებარე ტერიტორიას ასუფთავებენ.
აქციის გამო, რამდენიმე საათის განმავლობაში ქუჩა გადაკეტილი იყო. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელი რჩება. ისინი ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებს აპროტესტებენ და პრემიერ-მინისტრისგან განმარტებებს ელოდებიან.