პარლამენტთან აქცია ხმამაღალი მუსიკის გარეშე გრძელდება.
აქციის ორგანიზატორებმა შეკრებილებს მიმართეს და განუმარტეს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობა ხმაურით რომ არ შეწუხდეს, შუაღამის შემდეგ, მუსიკას წყვეტენ.
შუაღამემდე პარლამენტთან მუსიკის ხმა ისმოდა და აქციის მონაწილეები ცეკვავდნენ.