პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს
პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის მესამე სხდომა მიმდინარეობს.

კომისია დღეს დაზარალებულ მხარეს, ზაზა სარალიძეს და დავით დადუნაშვილს შეხვდება. სხდომაზე მიწვეული არიან მათი ადვოკატებიც.

დეპუტატ სერგი კაპანაძის თქმით, კომისიის წევრებისგან დაკომპლექტდება სამწევრიანი ჯგუფი, რომლებიც გამართავენ შეხვედრებს როგორც პენიტენციალურ დაწესებულებაში, ასევე შეხვდებიან ცალკეულ მოწმეებს.

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მუშაობა უკვე დაიწყო, კომისიაში გადაგზავნილია საქმის მასალები როგორც სასამართლოდან, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

სხდომაზე იგეგმება გამოკითხვა როგორც პროკურორებისა და მოწმეების, ასევე ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძისა და იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების. კომისიას საქმიანობისთვის სამი თვე აქვს, თუმცა პარლამენტის გადაწყვეტილებით, უფლებამოსილების ვადის გაგრძელება თითო-თითო თვით სამჯერ შეიძლება.