პარლამენტს ანტიდემპინგური კანონმდებლობა უახლოეს მომავალში წარედგინება
თავისუფალი სავაჭრო ქსელის განვითარებას ჩვენ მომავალშიც დიდ ყურადღებას დავუთმობთ.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში, რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში დაიწყება.
„აქვე მინდა ვუპასუხო შეკითხვას, ხომ არ დააზიანებს ეს ადგილობრივ წარმოებას? – არამც და არამც. ჩვენ ყველა ასეთ ხელშეკრულებაში ჩადებული გვაქვს დაცვის მექანიზმები და ამას გარდა, ჩვენ ვგეგმავთ, რომ ანტიდემპინგური კანონმდებლობით შემოვიდეთ უახლოეს მომავალში პარლამენტში , რათა ჩვენ გქონდეს მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის რეგულაციებით გათვალისწინებული და მის სტანდარტებთან შესაბამისი კანონმდებლობა, რომ სწორ მომენტში სწორად დავიცვათ ჩვენი ადგილობრივი წარმოებაც და ექსპორტიორის უფლებებიც“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამას წარადგენს – საკანონმდებლო ორგანო მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს