ოპოზიციის წარმომადგენლები საპარლამენტო ბოიკოტს განაგრძობენ

12:25, 03.09.2024

საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიას, რომელიც დღეს გაიხსნა, ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტს უცხადებს.

როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, საქართველოს პარლამენტის 3-6 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე დაუსწრებლობასთან დაკავშირებით პარლამენტის ბიუროს მიმართეს თამარ ჩარკვიანმა, თამარ კორძაიამ, გრიგოლ ვაშაძემ, ალეკო ელისაშვილმა, დავით ბაქრაძემ, არმაზ ახვლედიანმა და სალომე სამადაშვილმა.

ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, „რეფორმების ჯგუფი“, „ლელო“, „ევროოპტიმისტები“, „თავისუფლება“, „ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსათვის“.

მსგავსი