საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის − მეურვეობის კანდიდატების სია.
კანდიდატების სია ასეთია: ალექსი ნონიაძე, ბელა კოპალიანი, გიორგი იასაშვილი, გიორგი ჭანტურია, გუგული მაღრაძე, დონარა შონავა, ვასილ მაღლაფერიძე, ზაზა ხუციშვილი, ლაშა ტუღუში, ლია შავგულიძე, მარინა გიორგაძე, არინა თავაქარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 30 მარტს საქართველოს პარლამენტმა გამოაქვეყნა დადგენილება „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის – მეურვეობის სამი კანდიდატის შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“.