პარლამენტის შენობის წინ ადმინისტრაციული წესით დაკავებულები სასამართლომ გაათავისუფლა
პარლამენტის შენობის წინ ადმინისტრაციული წესით დაკავებულები სასამართლომ გაათავისუფლა

პარლამენტის შენობის წინ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ცხრა პირის სასამართლო პროცესი გადაიდო. მომდევნო სხდომების თარიღად სასამართლომ 6 და 8 იანვარი განსაზღვრა. რაც შეეხება დაკავებულ ცხრა პირს, სასამართლომ ისინი სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

შემდეგ სხდომაზე ბრალდების მხარემ სასამართლოს მტკიცებულებები უნდა წარუდგინოს, რის საფუძველზეც განხორციელდა პირების დაკავება.

პოლიციამ 29 დეკემბერს პარლამენტის შენობის წინ ცხრა პირი დააკავა. ნოდარ რუხაძეს, ბექა კოკაიას, ზუკა ბერძენიᲨვილს, რომეო ფარულავას, გიორგი შოთაძეს, გიორგი მუმლაძეს, ზურა ნიჟარაძეს, ბექა ბასილაიასა და ზურაბ მჟავანაძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველებისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.