შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტის წინ ცხრა პირი დააკავეს
შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტის წინ ცხრა პირი დააკავეს

პარლამენტის შენობის წინ ცხრა პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის არიან დაკავებულნი, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველებისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

დასუფთავების სამსახურმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან კარვები დღეს ღამით აიღო. ადგილზე საბავშვო ატრაქციონებისა და საახალწლო დეკორაციების მონტაჟი დაიწყო.

ამის შემდეგ, ადგილზე ოპოზიციური პარტიებისა და ახალგაზრდული მოძრაობების წარმომადგენლები მივიდნენ, კარვების აღება გააპროტესტეს და ხელმეორედ გაშლა სცადეს, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა.