ელენე ხოშტარია - მოიპარნენ ჩუმად, რადგან იციან, რომ ხალხი ახლა სხვა რამეზეა გადართული [ვიდეო]

მოიპარნენ ჩუმად, რადგან იციან, რომ ხალხი ახლა სხვა რამეზეა გადართული, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტის შენობის წინ განაცხადა, სადაც დასუფთავების სამსახურმა კარვები აიღო.

ელენე ხოშტარია დასუფთავების სამსახურის მანქანაზე ავიდა და ცდილობდა, დასუფთავების სამსახურისთვის წინააღმდეგონა გაეწია.

„31-ში დილით როგორ უნდა ხდებოდეს ეგეთი რამე. მოიპარნენ ჩუმად, რადგან იციან, რომ ხალხი ახლა სხვა რამეზეა გადართული. კანონი ასე არ მოქმედებს, როცა შეგიძლია მოიპარო, მაშინ წაიღო“, – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.