პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციიდან რამდენიმე პირი ტერიტორიიდან გაიყვანეს
რუსთაველზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციიდან სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი ტერიტორიიდან გაიყვანეს. დაპირისპირება აქციის მონაწილეების მიერ საავტომობილო გზის გადაკეტვას მოჰყვა.
აქციის მონაწილეები ცდილობდნენ საპატრულო პოლიციის კორდონის გარღვევას და გზაზე გადასვლას.
აქციაზე სიტყვით გამომსვლელი ამბობდნენ, რომ არ ჰყოფნიდათ სივრცე. თუმცა, როგორც ჩვენი კორსეპონდენტი რუსთაველის გამზირიდან იუწყება, მიმდებარე ტერიტორია არ არის სრულად შევსებული და აქციის მონაწილეების მოწოდება, რომ არ ჰყოფნით სივრცე, პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით არასწორია.
საბოლოოდ, საპატრულო პოლიციამ აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის საშუალება მისცა.
ამასთან, ზვიად კუპრავა ავრცელებს ინფორმაციას, რომ აქციაზე ორი პირი დააკავეს.