პარლამენტის ბიუროს სხდომაზე სივრცითი მოწყობის შესახებ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავენ
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე სივრცითი მოწყობის შესახებ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავენ

საქართველოს პარლამენტში დღეს ბიუროს სხდომა გაიმართება. სხდომაზე დეპუტატები სივრცითი მოწყობის შესახებ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავენ.

სხდომაზე ასევე განიხილავენ ცვლილებებს სამშენებლო სანებართვო სამუშაოებთან დაკავშირებით.

ასევე განსახილველი იქნება საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიკაცია, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს მთავრობის მიერ. შესაძლებელია დაემატოს ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარე ჰარმონიზაციის პროცესის ფარგლებში ყველა იმ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა, რომელიც მოჰყვა ამ ახალ ცვლილებებს კონსტიტუციაში“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა 18:00 საათზე გაიმართება.