შალვა პაპუაშვილი - ცნობად ვიღებთ ინიციატორების მომართვას, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ე.წ. ამერიკული ფარას თარგმანი გაწვეულია
შალვა პაპუაშვილი - ცნობად ვიღებთ ინიციატორების მომართვას, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ე.წ. ამერიკული ფარას თარგმანი გაწვეულია

საქართველოს პარლამენტში ბიუროს სხდომა გაიმართა.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ცნობად არის მიღებული ინიციატორების მიმართვა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გამოთხოვასთან დაკავშირებით და ე.წ. ამერიკული ფარას თარგმანი გაწვეულია.

„განსახილველ საკითხებში დაემატა კანონის პროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მეორე მოსმენით. საორგანიზაციო საკითხებში ცნობად ვიღებთ ინიციატორების მომართვას კანონპროექტის გამოთხოვასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ე.წ. ამერიკულ ფარას თარგმანს და ის გაწვეულია. ცნობად ვიღებთ ასევე ინიციატორების მომართვას, რომ ეს პირველი კანონპროექტიც გაწვეულ იქნას და მესამე პლენარული სხდომის დღის წესრიგში ასახული არის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი მეორე მოსმენით, საკომიტეტო განხილვის გარეშე, პარლამენტის უახლოესი სხდომის დღის წესრიგში იქნას შეტანილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც ცნობილია, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტი, ე.წ ამერიკული ფარას თარგმანი პარლამენტში პლენარული სხდომის კენჭისყრაზე არ დამდგარა.