შალვა პაპუაშვილმა თინა ბოკუჩავას მიმართა - მამაკაცებზე გაქვთ განსაკუთრებული აგრესია და რა წესია კოლეგების მიმართ ასეთი დამოკიდებულება
შალვა პაპუაშვილმა თინა ბოკუჩავას მიმართა - მამაკაცებზე გაქვთ განსაკუთრებული აგრესია და რა წესია კოლეგების მიმართ ასეთი დამოკიდებულება

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე „ქართული ოცნება“ ჯერ რეგლამენტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, შემდეგ კი, რეზოლუციის პროექტის შესახებ სიტყვით გამოსვლისას, აგრეთვე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვისას გააკრიტიკა.

ამ ფაქტს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსა და ბოკუჩავას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

„ქალბატონო თინა, რა განწყობით ხართ ამ ბიუროზე მოსული. ცუდ ხასიათზე თუ ხართ, გვითხარით. ხომ არ შეიძლება ასეთი აგდებული საუბარი?“, – მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავას.

პასუხად ბოკუჩავამ პარლამენტის თავმჯდომარე მიზოგენურ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა.

„რას ნიშნავს, ცუდ ხასიათზე ვარ? თქვენ შეგითანხმებთ ახლა ვინმე განწყობას? რა არის ეს მუდმივად პერსონალური თავდასხმები და შეურაცხყოფა, თან სხვათა შორის – ქალებზე. უკვე ყველამ გადასარევად გაიგო თქვენი მიზოგენური დამოკიდებულება“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პასუხად შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ თინა ბოკუჩავა პერსონალურად ესხმის თავს მამაკაცებს.

„აბსოლუტური მიზოგენიზმია თქვენი მხრიდან, უფორ მეტიც, სექსიზმია. მამაკაცებზე გაქვთ განსაკუთრებული აგრესია და რა წესია კოლეგების მიმართ ასეთი დამოკიდებულება, არ ვიცი. თქვენი თვითვიქტიმიზაცია, სადაც გაგდით, იქ გაიტანეთ, ქალბატონო თინა. მე მგონი, ქალბატონ თინას რაღაც რიტუალი აქვს ბიუროზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. კამათის შემდეგ თინა ბოკუჩავამ ბიუროს სხდომა დატოვა.