პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტი 2019 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტი 2019 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი დღეს 2019 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.

როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შალვა კიკნაველიძე აცხადებს, 2019 წელს ბავშვთა უფლებების დაცვის, ქალთა და ოჯახური ძალადობის პრევენციის კუთხით, ასევე სოციალური მუშაკების გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

შალვა კიკნაველიძის თქმით, კომიტეტმა სახალხო დამცველის რეკომენდაციების უმეტესობა გაითვალისწინა.

„დღეს გაიმართება ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის საქმიანობის 2019 წლის ანგარიშის წარდგენა. კომიტეტმა საკმაოდ ნაყოფიერი მუშაობა გასწია. მნიშვნელოვანია ის ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგა ბავშთა უფლებების დაცვის, ქალთა და ოჯახური ძალადობის პრევენციის კუთხით, სოციალური მუშაკების გაძლიერების მიმართულებით. ასევე, აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციების 80 პროცენტზე მეტი იქნა გათვალისწინებული კომიტეტის მიერ. ადამიანის უფლებები ფართო სფეროა. სირთულეები და გამოწვევები, ბუნებრივია, არსებობს, მათ შორის, სოციალური და სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს გამოწვევები და სირთულეები გადავჭრათ“, – განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.