ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს რეგლამენტში ცვლილებაზე, რომლითაც სახალხო დამცველის არჩევის დროებითი წესი დგინდება

10:53, 06.09.2022

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანაზე იმსჯელეს. ცვლილებებით დგინდება საქართველოს სახალხო დამცველის არჩევის დროებითი წესი, რომელიც უზრუნველყოფს მისი კანდიდატის შერჩევისა და წარდგენის პროცესის მაღალ გამჭვირვალობას; მასში სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის, აკადემიური და პროფესიული წრეების ფართო ჩართულობას.

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად დადგენილი 12 პუნქტიდან მე-12 პუნქტი საქართველოსგან სწორედ ახალი სახალხო დამცველის შერჩევის პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას მოითხოვს.

მსგავსი