პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე მსჯელობენ
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე მსჯელობენ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე მსჯელობენ. დეპუტატებს „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ პროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ან წუთებში აცნობს. კომიტეტზე იგეგმება ოპოზიციის მიერ მომზადებული ცვლილებების განხილვაც, რომელსაც შალვა შავგულიძე წარადგენს.

როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, ორივე კანონპროექტი თვისობრივად ერთი და იმავე საკითხებს არეგულირებს და ორივეს ერთდროულად მიღება ალოგიკური იქნება.

„ლოგიკური იქნება, თუ შევჯერდებით ერთ პროექტთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, ეს პროექტი უნდა იყოს ის, რომელიც წარდგენილია „ქართული ოცნების“ მიერ. ამას გვაფიქრებინებს ის, რომ გაცილებით მეტია ხარისხი დამთხვევის შარლ მიშელის დოკუმენტთან და მის არსთან. ყველა ლოგიკით, ის განმასხვავებელი ფაქტორები, რომელიც ფიქსირდება ორ კანონპროექტს შორის, უფრო ლოგიკურად და დასაბუთებულად ახსნილი პოზიცია რომელიც გატარებულია „ქართული ოცნების„ მიერ ინიცირებულ კანონპროექტში. ჩვენ ვეყრდნობით შარლ მიშელის დოკუმენტში არსებულ ჩანაწერს, რომლის მიხედვით, გათვალისწინებულია, რომ ყველა სამართალდარღვევა დაკავშირებული 20 ივნისთან, ექვემდებარება ამნისტირებას, ჩვენ ვალდებულები ვართ, დავემორჩილოთ იმ დებულებებს, რომელიც მოცემულია ამ დოკუმენტში“, – აღნიშნა სარჯველაძემ.