პარლამენტიდან ინგოროყვას კლინიკაში 57 წლის ქალი ინტოქსიკაციის ნიშნებით შეიყვანეს
პარლამენტიდან ინგოროყვას კლინიკაში ერთი პირი, 57 წლის ქალი გადაიყვანეს. როგორც საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, დაზარალებულს, რომელიც პარლამენტის აპარატის თანამშრომელია, ალერგიული რეაქცია და და ინტოქსიკაცია აღენიშნება.
ინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და სათანადო გამოკვლევები უტარდება. მას ბინაზე, სავარაუდოდ, დღესვე გაწერენ.
ამასთან, კლინიკაში ვერ აკონკრეტებენ, რა ნივთიერება შეიძლება, იყოს ინტოქსიკაციის გამომწვევი.
გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება შეიტანეს, რასაც სპეციფიკური სუნის გავრცელება მოჰყვა. გაურკვეველი ნივთიერების დასხმის შემდეგ შეუძლოდ გახდა ოთხი ადამიანი, მათგან ორი, ენძელა მაჭავარიანი და სვეტლანა კუდბა დეპუტატია. საავადმყოფოში გადაიყვანეს პარლამენტის თანამშრომელი ციური როსტიაშვილი. ექიმების დახმარება ასევ დასჭირდა პარლამენტის ფოტოგრაფს, ირაკლი მიქაძეს.