თბილისში, შარტავას ქუჩაზე სავარაუდოდ CO-თი გარდაცვლილი ორი მამაკაცი იპოვეს
თბილისში, შარტავას ქუჩაზე სავარაუდოდ CO-თი გარდაცვლილი ორი მამაკაცი იპოვეს

თბილისში, შარტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს „თბილისი ენერჯიში“ განუცხადეს, ორივე პირი სავარაუდოდ, CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა.

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, აღნიშნული სახლი გაქირავებული იყო და მასში ღია წვის კამერიანი წყლის გამაცხელებელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული.

მათივე ცნობით, ფართი, სადაც შემთხვევა მოხდა, კომერციულად არის რეგისტრირებული და თვითნებურად საცხოვრებლად იყო გადაკეთებული.