პარიზში ყვითელჟილეტინების აქციაზე აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა
პარიზში ყვითელჟილეტინების დემონსტრაციაზე აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა.
ტრიუმფალური თაღის მონუმენტთან შეკრებილ დემონსტრანტებს სამართალდამცველებმა გზის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. არეულობის დროს პოლიციამ ცრელმსადენი აირი გამოიყენა.
ამასთან, ცნობილი ხდება, რომ დემონსტრაციის ფარგლებში დაკავებულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა.
საფრანგეთში „ყვითელი ჟილეტების“ სახელით ცნობილი აქტივისტები დემონსტრაციებს უკვე მეხუთე კვირაა მართავენ.
რამდენიმე დღის წინ ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აქტივისტებს მოუწოდა, სტრასბურგში საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმიდან გამომდინარე დემონსტრაცია არ გაემართათ. თუმცა დღეს საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში რამდენიმე ათასი პირი მაინც შეიკრიბა.