პარიზში საპროტესტო აქციაზე 30-ზე მეტი პირი დააკავეს
პარიზში საპროტესტო აქციაზე 30-ზე მეტი პირი დააკავეს

საფრანგეთის დედაქალაქში გამართულ საპროტესტო აქციაზე 30-ზე მეტი პირი დააკავეს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„როიტერი“ წერს, რომ დემონსტრანტების ნაწილმა მაღაზიების შუშები ჩაამტვრია და ბარიკადები დაწვა.

პარიზში დემონსტრანტები მეორე კვირაა, პოლიციის მხრიდან ძალადობას, ასევე ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ახალ კანონპროექტს აპროტესტებენ. კანონპროექტი ინტერნეტსა და მედიაში პოლიციელების მაიდენტიფიცირებელი გამოსახულებების გამოქვეყნებას კრძალავს. მმართველი პარტიის განცხადებით, მიმდინარე საპროტესტო აქციები ფონზე, კანონმდებლობაში ცვლილებები იგეგმება.