მედიის ინფორმაციით, პარიზში პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა

00:09, 20.10.2023

პარიზში პალესტინის მხარდამჭერ აქციას ათასობით ადამიანი შეუერთდა. ამის შესახებ ფრანგული მედია წერს.

„ჩვენ გვჭირდება დემონსტრაცია პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, რომლებიც იღუპებიან პალესტინაში“, – აღნიშნავს აქციის მონაწილე.

მედიის ცნობით, აქცია მოგვიანებით პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. სამართალდამცავებმა დემონსტრაციის დასაშლელად წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

მსგავსი